წესები და პირობები
წინამდებარე „წესები და პირობები“ (შემდგომში „წესები და პირობები“) არეგულირებს შპს „თეგეტა მოტორსსა“ (შემდგომში „კომპანია“) და შპს „თეგეტა მოტორსის“ ვებ-გვერდის სისტემაში (შემდგომში „სისტემა“) რეგისტრაციის მსურველს/დარეგისტრირებულ პირს (შემდგომში „მომხმარებელი“) შორის ურთიერთობას.
ტერმინთა განმარტება:
„კომპანია“ – შპს „თეგეტა მოტორსი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202177205; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N5);
„მომხმარებელი“ – საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და ფიზიკური პირი;
„სისტემა“ – შპს „თეგეტა მოტორსის“ ვებ-გვერდი – shop.tegetamotors.ge.
- ზოგადი პირობები
- „სისტემაში“ რეგისტრაციით „მომხმარებელი“ აცხადებს ნებაყოფლობით თანხმობას, წინამდებარე „წესების და პირობების“ მოქმედება გავრცელდეს მასზე და შესაბამისად, „სისტემაში“ რეგისტრაციის შემდეგ, „მომხმარებელი“ ავტომატურად ექცევა წინამდებარე „წესებისა და პირობების“ მოქმედების ფარგლებში.
- „მომხმარებელი“ „სისტემაში“ რეგისტრირდება წინამდებარე „წესების და პირობების“ შესაბამისად. რეგისტრაციამდე „მომხმარებელი“ ვალდებულია გაეცნოს მასში მითითებულ პირობებს. რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „მომხმარებელი“ გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და წარმოეშვა მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
- „სისტემაში“ რეგისტრაციის/ავტორიზაციის პირობები
- „სისტემაში“ რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ყველა მეწარმე სუბიექტს, სახელმწიფო ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს და ნებისმიერ ფიზიკურ პირს.
- რეგისტრაციისას „მომხმარებელი“ ვალდებულია სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა) საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) დასახელება;
გ) იურიდიული მისამართი;
ე) რეგიონი (ფაქტიური);
ვ) ფაქტობრივი მისამართი;
ზ) სკაონტაქტო ტელეფონის ნომერი;
თ) საკონტაქტო პირის ელ.ფოსტა;
ი) საკონტაქტო პირის პოზიცია;
კ) საკონტაქტო პირის სახელი, გვარი;
ლ) ნებაყოფლობითი ველები – პირადი ნომერი, მეორე საკონტაქტო პირის პოზიცია, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) ელ. ფოსტა;
დ) ტელეფონი;
ე) პაროლი.
- „მომხმარებელი“ წინამდებარე „წესების და პირობების“ 2.2 პუნქტში მითითებული ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ, დადასტურების ღილაკის მეშვეობით, ეთანხმება წინამდებარე „წესებსა და პირობებს“, რითიც სრულდება „მომხმარებლის“ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესი და რის შემდეგაც „მომხმარებელს“ მიეცემა „სისტემაში“ განთავსებული პროდუქციის „სისტემაში“ არსებული წესების შესაბამისად შეძენის შესაძლებლობა.
- „სისტემაში“ დარეგისტრირებული „მომხმარებლებისათვის“ ავტორიზაცია შესაძლებელია „მომხმარებლის“ ელექტრონული ფოსტის მისამართის და პაროლის შეყვანის გზით.
- „სისტემაში“ რეგისტრაცია „მომხმარებლისათვის“ უფასოა.
- „მომხმარებლის“ მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევის, შეკვეთისა და შეძენის წესი
- პროდუქციის კატეგორიების და საძიებო სისტემის მეშვეობით, „მომხმარებელს“ შეუძლია მოიძიოს სასურველი პროდუქტის ჩანართი, ფილტრაციის ფუნქციონალით. ასევე, აქციების ჩანართის, სარეკლამო ბანერების და სლაიდერის მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია პროდუქციის გაფილტვრა ფასის და/ან პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით.
- პროდუქციის შესაძენად, „მომხმარებელი“ ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს, ამატებს კალათაში, ირჩევს მომსახურების ტიპს და გადადის ინვოისის ფორმირების გვერდზე. არჩეულ პროდუქციასთან ერთად, ინვოისში შედის იმ მომსახურების საფასური, რომელიც შერჩეული იქნა წინა საფეხურზე. ინვოისის ფორმირების გვერდზე, ყიდვის დადასტურების შემდეგ „მომხმარებელი“ გადადის გადახდის გვერდზე.
- ყიდვის დასრულებისთვის, „მომხმარებელი“ გადადის გადახდის გვერდზე, ავსებს ბარათის მონაცემებს და ახდენს გადახდას. წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში, ბრუნდება კალათის გვერდზე, გადახდის შედეგის შესაბამისი შეტყობინებით.
- „სისტემაში“ გადახდის განხორციელებისას, „მომხმარებელს“ ებლოკება ინვოისის ჯამური ღირებულების შესაბამისი თანხა, რომლის დადასტურებული ნაწილიც ჩამოეჭრება ანგარიშიდან, პროდუქციის და/ან სერვისის მიღების დროს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინვოისის დაუდასტურებელი ნაწილის შესაბამისი თანხა განებლოკება.
- პროდუქციის და/ან სერვისის მიღებამდე და ინვოისის დადასტურებული ნაწილის ანგარიშიდან ჩამოჭრამდე, „მომხმარებელს“ ნებისმიერ დროს შეუძლია შეკვეთის გაუქმება „კომპანიის“ ქოლ ცენტრში დარეკვით: 2 26 44 44 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@tegetamotors.ge ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით, რა დროსაც ინვოისის ჯამური ღირებულების შესაბამისი თანხა მას სრულად განებლოკება შეკვეთის გაუქმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
- მხარეთა უფლება–მოვალეობები
- „კომპანია“ უფლებამოსილია:
- ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე „წესები და პირობები“ ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებ-გვერდზე tegetamotors.ge. „მომხმარებლის“ მიერ „სისტემის“/„ანგარიშის“ შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
- შეწყვიტოს „მომხმარებლის“ „სისტემასთან“ წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული „მომხმარებლის“ მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს „სისტემას“ ან თავად „კომპანიას“;
- გააკონტროლოს „მომხმარებლის“ ყველა ქმედება და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომა, კერძოდ, დაბლოკოს „მომხმარებელი“ და შეუზღუდოს იმავე მონაცემების მქონე პირს ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
- იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიისთვის“ ცნობილი გახდება, რომ „მომხმარებლის“ მიერ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები ან თუ „მომხმარებლის“ მხრიდან განხორციელდება წინამდებარე „წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, „კომპანია“ უფლებამოსილია განახორციელოს „მომხმარებლის“ დაბლოკვა და შეუზღუდოს „მომხმარებელს“ (იმავე მონაცემების მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
- „მომხმარებელი” ვალდებულია:
- „სისტემაში“ რეგისტრაციის დროს მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თავად აგოს პასუხი „კომპანიის“ და მესამე პირების წინაშე.
- „მომხმარებელი“ ვალდებულია არ გაამჟღავნოს „სისტემაში“ ავტორიზაციისთვის საჭირო „მომხმარებლის“ პაროლი. აღნიშნული ქვეპუნქტის დარღვევით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელია თავად „მომხმარებელი“.
- დაიცვას წინამდებარე „წესები და პირობები“.
- „მომხმარებელი“ უფლებამოსილია:
- ნებისმიერ დროს განაახლოს სარეგისტრაციო მონაცემები.
- „კომპანია“ უფლებამოსილია:
- „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დამუშავება/დაცვა
- „კომპანია“ უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დაცვას.
- „მომხმარებელი“ როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი „სისტემაში“ რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს, და წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ანიჭებს „კომპანიას“ „მომხმარებლისათვის“ გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, „კომპანიაში“ დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში გამოყენებული „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები („მომხმარებლის“ სახელი გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი, სქესი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) და „სისტემაში“ „მომხმარებლის“ მიერ განხორციელებული აქტივობები. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ „სისტემაში“ რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას. ამასთან, „კომპანია“ ხსენებული მონაცემების შენახვას განახორციელებს იმ ვადამდე, სანამ „მომხმარებლის“ მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
- „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით – ქოლ ცენტრში დარეკვით: 2 26 44 44, წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N5, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@tegetamotors.ge ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ ან თუ „მომხმარებელს“ სურს მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.
- დასკვნითი დებულებები
- წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
- ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოში მოქმედ სასამართლოს.